ბაპტისტური  ეკლესიების კავშირში ტოლერანტობის დღე აღინიშნა

დღეს, 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა საქართველოს რელიგიური ორგანიზაციებისთვის ღონისძიება გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის, მუსლიმთა სამმართველოს, ებრაელთა კავშირის, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, ევანგელურ-ლუთერული, ევანგელურ-პროტესტანტული, საქართველოს საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიების წარმომადგენლები.

„შეკრებილ სტუმრებს მიესალმა და ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცა საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის თავმჯდომარემ, გია კანდელაკმა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, ხაზი გაუსვა იმ განსაკუთრებულ გარემოს, საქართველოში განსხვავებული რელიგიების მიმართ რომ ჩამოყალიბდა და აღნიშნა, რომ პანდემიური ვითარების მიუხედავად, დღევანდელი დღე, თავისი არსით, უაღრესად მნიშვნელოვანია. მისი თქმით, სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა კვლავაც ამ მიმართულებით გააქტიურდება, რაც მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების საფუძველია.

გამომსვლელებმა, სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებმა, ისაუბრეს საქართველოში ტრადიციულად ჩამოყალიბებულ შემწყნარებლურ გარემოზე და აღნიშნეს რელიგიის სააგენტოს როლი რელიგიურ ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 1995 წლიდან, UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება. მისი მიზანი შეუწყნარებლობის, ექსტრემიზმისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგების ატმოსფეროს დამკვიდრებაა.

ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ დაამკვიდრა ტრადიცია, რომლის თანახმადაც, საქართველოში არსებული ერთ-ერთი რელიგიური თემი სხვა რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებსა და მრევლს მასპინძლობს.

2016 წლის 16 ნოემბერს, რელიგიურ თემებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მასპინძლობდა, 2017 წელს - ქართველ ებრაელთა თემი, 2018 წელს ლათინ კათოლიკეთა ადმინისტრაცია, 2019 წელს კი საქართველოს მუსლიმთა თემი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს