ნიკა მელია - როცა საუბარია „სირცხვილის კორიდორზე“, არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ ვიღაცა ვიღაცის ბლოკირებას აპირებს - ნუ ვეძებთ პრობლემას იქ, სადაც არ არის

როცა საუბარია „სირცხვილის კორიდორზე“, ეს არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ ვიღაცა ვიღაცის ბლოკირებას აპირებს , - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ლევან ვარშალომიძის ინიციატივას 21 ნოემბერს საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საზოგადოებამ „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობა არასწორად გაიგო.

როგორც მელიამ განმარტა, ბათუმში “ახალგაზრდებს აქვთ სურვილი, რომ მდუმარედ, გაყალბებული ოქმებით ხელში, გააპროტესტონ ის უბანი, სადაც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი აძლევს ხმას”.

“ოპოზიციური პარტიების შეთანხმების საგანია, რომ 21 ნოემბერს, როდესაც გაიმართება მეორე ტურები, ჩვენ გავაპროტესტებთ ამას რუსთაველის გამზირზე. ეს არის შეთანხმება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცალკეულ პარტიებს არ შეგვიძლია გადაწყვეტილების მიღება, რომ დამატებით ისმოდეს საპროტესტო ხმა ამა თუ იმ უბანზე. ბათუმში, როცა საუბარი არის სირცხვილის კორიდორზე, ეს არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ ვიღაცა ვიღაცის ბლოკირებას აპირებს. რამდენიმე უბანზე, სადაც წარმოუდგენელ ძალადობას ჰქონდა ადგილი და გაყალბების მასშტაბი იყო იმაზე მეტი, ვიდრე სხვა დანარჩენ უბნებზე, იქ ახალგაზრდებს აქვთ სურვილი, რომ მდუმარედ, გაყალბებული ოქმებით ხელში, გააპროტესტონ ის უბანი, სადაც მაგალითად, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი აძლევს ხმას. ამას ვერავინ ვერ ავუკრძალავთ. სირცხვილის კორიდორი გაგებულია არასწორად, მე პირადად სიამოვნებით გავაპროტესტებდი იმ უბანთან, სადაც თამარ ჟვანია გამოცხადდება საარჩევნო უბანზე და ვითომ არაფერი, თითქოს დემოკრატიულ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის გაპროტესტების უფლება ყველას აქვს. არა შეურაცხყოფით, არა ძალადობით, არამედ უბრალოდ დემოკრატიული პროტესტის ხმა ისმოდეს ცალკე აღებულ რამდენიმე უბანზე და თუკი ამას ვინმე გადაწყვეტს, პასუხისმგებლობაც იქნება მისი. ეს არ არის საერთო გადაწყვეტილება, ამიტომ ნუ ვეძებთ პრობლემას იქ, სადაც არ არის”,- განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, ბათუმში, გუშინ გამართულ აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის დღეს უბნებთან "სირცხვილის კორიდორი" მოაწყონ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო