რუსლან აბაშიძე - ყოველი  ჩვენთაგანის განსხვავებულობა ვაქციოთ ერთიანი საზოგადოების ძლიერ მხარედ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უერთდება მსოფლიო თანამეგობრობის მცდელობას, რომ ყოველი ჩვენთაგანის განსხვავებულობა ვაქციოთ ერთიანი საზოგადოების ძლიერ მხარედ , - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ტოლერანტობის დღე ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია.

„ტოლერანტობის საერთაშორისო დღე, ერთ-ერთი გამორჩეული დღეა მთელი კაცობრიობისთვის, რომელიც განსაკუთრებით გვახსენებს რომ რასის, რელიგიური აღმსარებლობის თუ პოლიტიკური შეხედულებების, გენდერული თუ სხვა სახის განსხვავებულობის მიუხედავად, ყველას ზოგადსაკაცობრიო ჰუმანური ფასეულობები გვაერთიანებს და ამ ფასეულობების იგნორირებით, ადამიანები ვურთულებთ ერთმანეთის არსებობას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უერთდება მსოფლიო თანამეგობრობის მცდელობას, რომ ყოველი ჩვენთაგანის განსხვავებულობა ვაქციოთ ერთიანი საზოგადოების ძლიერ მხარედ და არა გამყოფ ფაქტორად. ჩვენი საზოგადოების მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტობის გამოცდილება, გვაძლევს რწმენას, რომ ღირსეულად გავუმკლავდებით ამ გამოწვევასაც და უზრუნველვყოფთ უნიკალური იდენტობის შენარჩუნებას“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა