ბადრი ჯაფარიძე - ​IRI-ს ანგარიშში წარმოდგენილია საარჩევნო დარღვევების მთელი "თაიგული" - არჩევნებამდე და არჩევნების დღეს

“ლელოს” გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე IRI-ს ევრაზიის დირექტორის, სტივენ ნიქსის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნიქსი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე საუბრობს და აცხადებს, რომ არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები.

ჯაფარიძის თქმით, სტივენ ნიქსი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ყველა ოპოზიციური პარტია აცხადებს - ასე ჩატარებული არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურ არჩევნებად, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

​"IRI-ს დირექტორის, ბატონი სტივენ ნიქსის შეფასება ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვიმეორებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ადგილი ჰქონდა ურიცხვ დარღვევას. პრაქტიკულად, არ დარჩა დარღვევის სახეობა, რომელიც არ განხორციელდა. ფაქტია, ბატონი სტივენ ნიქსი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ყველა ოპოზიციური პარტია ამდენი ხანია ვაცხადებთ - ასე ჩატარებული არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურ არჩევნებად, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

​IRI-ს ანგარიში კიდევ უფრო მკაცრია შეფასებებში, ვიდრე ამა თუ იმ ოპოზიციური პარტიის შეფასება - ეს არის მართლაც მთელი თაიგული დარღვევების, რომელზეც "აირაი" საუბრობს. სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა გაყალბებული არჩევნები და მისი შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას”, -აღნიშნა ჯაფარიძემ.

ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2022
ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა