ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოში გლობალური მეწარმეობის კვირეული დაიწყო

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და GEN Georgia -ს თანაორგანიზებით საქართველოში მეცხრედ გლობალური მეწარმეობის კვირეული იმართება, რომელიც 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს, წელს გლობალური მეწარმეობის კვირეულის მთავარი თემაა ინტეგრაცია, რაც გულისხმობს იმ ჯგუფების ჩართულობას, რომლებსაც ინოვაციურ სამეწარმეო საქმიანობასთან ნაკლები წვდომა აქვთ, კერძოდ კი ორიენტირებულია ახალგაზრდებისა და ქალების ინტეგრაციაზე მაღალმთიანი და ძნელად მისადგომი ტერიტორიებიდან. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია 20 - მდე ღონისძიება თბილისის, სამეგრელოს, აჭარის, რაჭისა და შიდა ქართლის რეგიონებში.

„კვირეულში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ანტრეპრენერები, სტარტაპები და ეკოსისტემის ლიდერები. ღონისძიებები მოიცავს სხვადასხვა სახის აქტივობებს, მათ შორისაა სთორითელინგ სესიები, ვორქშოფები, პანელური დისკუსიები, სტარტაპ ფიჩინგ სესიები და სხვა. გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ტარდება ონლაინ რეჟიმში და მათში მონაწილეობა უფასოა.

გლობალური მეწარმეობის კვირეული მასშტაბური საერთაშორისო პროექტია, რომლის მიზანია ინოვაციური სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმირება, ეკოსისტემის ლიდერების ერთმანეთთან დაკავშირება, მეწარმეობის პოპულარიზაცია და დამწყები მეწარმეებისათვის მოტივაციის ამაღლება.

პროექტის ფარგლებში ყოველი წლის ნოემბერში 170-ზე მეტ ქვეყანაში ერთდროულად იმართება 30 000-ზე მეტი ღონისძიება, 10 000-ზე მეტი პარტნიორის მიერ, რომელშიც 20 მილიონზე მეტი ადამიანია ჩართული.

პროექტის ოფიციალური მასპინძელია GEN Georgia, GEN Global -ის წარმომადგენელი საქართველოში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო