კახა კალაძე ოპოზიციაზე - არიან საარჩევნო ბიულეტენებში და ფარულად აგრძელებენ მუშაობას ველზე მოსახლეობასთან მიმართებაში

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტყუილია, როდესაც ოპოზიციური პარტიის ლიდერები, რომლებმაც 1%-ანი ბარიერი გადალახეს, აცხადებენ, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებენ.

კალაძის თქმით, ვინც მეორე ტურშია გადასული მას ბიულეტენიდან ვერავინ ამოიღებს.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ის პარტიები, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ, ფარულად აგრძელებენ მოსახლეობასთან მუშაობას.

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ამას ხაზგასმით ვამბობ იმიტომ, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც მეორე ტურშია გადასული, ბიულეტენიდან ვერ ამოიღებს ვერავინ. შესაბამისად, ისინი გამოდიან საჯაროდ და საუბრობენ, რომ არ იღებენ მონაწილეობას, მაგრამ სინამდვილეში ისინი იღებენ მონაწილეობას. ისინი არიან დაფიქსირებული საარჩევნო ბიულეტენებში და ასევე, ფარულად აგრძელებენ მუშაობას ველზე, მოსახლეობასთან მიმართებაში“, - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო