თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტს ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ 12 წლის მოზარდს, კლინიკაში ყველა საჭირო პროცედურა უტარდებოდა, თუმცა სხვა კლინიკაში ტრანსპორტირებისას ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.

მისივე თქმით, მომხდარს ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის.

"ძალიან სამწუხარო შემთხვევაა და უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ ოჯახის მიმართ. ბავშვის მდგომარეობა პირველი დღიდან საყურადღებო იყო. ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა მაშინ, როცა გადაჰყავდათ სხვა კლინიკაში - მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, კლინიკამ ჩათვალა საჭიროდ გადამისამართება. სწორედ ამ დროს მოხდა ეს ფაქტი.

ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის ამ შემთხვევას, ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე ადგილზე ყველა შესაბამისი დახმარება უტარდებოდა. ჩვენ შევისწავლით კლინიკურად, თუ რამ გამოიწვია ბავშვის მდგომარეობის დამძიმება", - აღნიშნა გაბუნიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს