თამარ კორძაია - სააპელაციო საჩივარი გვექნება დასაწერი - მიზანია ხელისუფლებისა და სასამართლოს ლუსტრაცია

არ გვაქვს განცდა, რომ მოსამართლე როგორც ინდივიდი და როგორც დამოუკიდებელი ფიგურა განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს. უფრო მოლოდინი გვაქვს, რომ სააპელაციო საჩივარი გვექნება დასაწერი, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა, „გაერთიანებული ოპოზიცია ენმ - ძალა ერთობაშიას“ წევრმა თამარ კორძაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სარჩელების მიზანია ბოლომდე ხელისუფლებისა და მათ შორის სასამართლოს ლუსტრაცია.

"მოსამართლე სათათბირო ოთახში, თუმცა ჩვენ არაფერს განსაკუთრებულს არ ველოდებით. იმიტომ რომ ანალოგიური სარჩელი წარდგენილი ჰქონდათ სხვა პარტიებს და არც იმათ არ დაუკმაყოფილეს, ჩვენი უბრალოდ, უფრო გვიან იქნა განხილული.

არ გვაქვს განცდა, რომ მოსამართლე როგორც ინდივიდი და როგორც დამოუკიდებელი ფიგურა განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს. უფრო მოლოდინი გვაქვს, რომ სააპელაციო საჩივარი გვექნება დასაწერი. ამ სარჩელების მიზანი არის ბოლომდე ხელისუფლებისა და მათ შორის სასამართლოს ლუსტრაცია", - განაცხადა კორძაიამ.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმებისა და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის თაობაზე ,,ნაციონალური მოძრაობის” საჩივრის განხილვა მიმდინარეობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა