კახა კალაძე - გიორგი გახარია განიხილება მომავალ პრემიერ-მინისტრად

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მომავალ პრემიერ-მინისტრად ახლანდელი პრემიერი, გიორგი გახარია განიხილება.

აღნიშნულით კალაძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, განიხილება თუ არა მომავალ პრემიერ-მინისტრად თეა წულუკიანის კანდიდატურა და რა ცვლილებები იქნება მომავალი მთავრობის კაბინეტში.

კალაძის თქმით, თუ ვინ სად გააგრძელებს საქმიანობას ცნობილი გახდება მაშინ, როდესაც პარლამენტი დაამტკიცებს მთავრობას.

„თუ ვინ სად მოიაზრება და როგორ მოხდება გადანაწილება, ეს ცოტა მოგვიანებით, როდესაც პარლამენტი დაიწყებს მუშაობას, დაამტკიცეს მთავრობას. თქვენ იცით, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია განიხილება მომავალ პრემიერ-მინისტრად. რაც შეეხება მთავრობის სხვა წევრებს, თუ ვინ რა მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას, მოემსახურება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ეს ცოტა მოგვიანებით“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, „ქართულ ოცნებაში“ თეა წულუკიანის შესაძლო გაპრემიერების საკითხი იხილება.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, წულუკიანის კანდიდატურა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის პოსტზე განიხილებოდა, თუმცა ასევე საუბარია მის პრემიერ-მინისტრად წარდგენაზე.

ეკატერინე ციმაკურიძე - განსაკუთრებული პრობლემაა ხელისუფლების მცდელობები თავი აარიდოს 19 აპრილის შეთანხმების ისე შესრულებას, როგორც ეს თავად ამ შეთანხმებითაა ნაგულისხმევი
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2021
სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
ჭარბი წონა მსოფლიოში არა მხოლოდ პრობლემა,  დიდი ხანია, პანდემიაა (R)
"თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში“ კონფერენცია „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ გაიმართა
ტერაბანკმა FMO-სგან გრძელვადიანი დაფინანსება მიიღო