ლევან ხაბეიშვილი საჩივრების განხილვაზე - მიმდინარეობს სასამართლოობანას თამაში

მოსამართლე ზრდილობის გამო გავიდა შესვენებაზე, უბრალოდ ძალიან ხელოვნური იქნებოდა მაშინვე, რომ ეთქვა - აი, თურმე თქვენი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს სასამართლოობანას თამაში, იმიტომ რომ ეს მოსამართლეც ვერ იქნება დამოუკიდებელი.

"მიმდინარეობს სასამართლოობანას თამაში, იმიტომ რომ ეს მოსამართლეც ვერ იქნება დამოუკიდებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში არგუმენტების სიმრავლიდან გამომდინარე მარტივი იქნებოდა მისთვის გადაწყვეტილება. ახლაც ზრდილობის გამო გავიდა შესვენებაზე, უბრალოდ ძალიან ხელოვნური იქნებოდა მაშინვე, რომ ეთქვა - აი, თურმე თქვენი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ჩვენ ახლა სასამართლოს ეზოში არ ვიმყოფებით, ჩვენ ახლა ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვართ. ლუსტრაცია უნდა მოხდეს სასამართლოსა და "ქართული ოცნების", მათ შორის უცხოელმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ სამართლებრივად ამ ადამიანებთან ბრძოლას აზრი არ აქვს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმებისა და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის თაობაზე ,,ნაციონალური მოძრაობის” საჩივრის განხილვა მიმდინარეობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა