ტრანსადრიატიკული გაზსადენი კომერციულ ექსპლუატაციაში შევიდა

ტრანსადრიატიკული მილსადენი, რომელიც აზერბაიჯანის გაზის ევროკავშირის ქვეყნებში ტრანსპორტირებისთვის აშენდა, კომერციულ ექსპლუატაციაშია შესული. ამის შესახებ ინფორმაცია პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

გაზის სატრანსპორტო სისტემა, რომლის სიგრძეა 878 კილომეტრი, კვეთს საბერძნეთს, ალბანეთს, ადრიატიკის ზღვას და იტალიას.

მისი მეშვეობით მოხდება გაზის ტრანსპორტირება კასპიის ზღვაში არსებული საბადო „შაჰდენიზი 2“-დან.

ტრანსადრიატიკული მილსადენი TAP - არის სამხრეთი გაზის დერეფნის ევროპული მონაკვეთი, რომლის მეშვეობითაც, ყოველწლიურად ევროპის რამდენიმე ბაზარზე აზერბაიჯანიდან 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება მოხდება. გაზსადენის გამტარიანობის შესაძლებლობა წელიწადში 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზია.

მილსადენი TAP უერთდება ტრანსანატოლიურ გაზსადენს - TANAP-ს თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე, კვეთს საბერძნეთს, ალბანეთს და ადრიატიკის ზღვას, შემდეგ კი გადის სამხრეთ იტალიის სანაპიროზე.

პროექტის ღირებულებამ 40 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა