ლევან ხაბეიშვილი - საუბარია მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებზე, „სირცხვილის კორიდორს“ ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ არ ვეთანხმები

თამარ ჟვანია თუ სადმე საარჩევნო უბანზე მივა, „სირცხვილის კორიდორი“ აუცილებლად დახვდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში, „სირცხვილის კორიდორს“, მოქალაქეების წინააღმდეგ არ ეთანხმება.

„თუ რამე სადმე კორიდორი იქნება, ეს შეეხება მხოლოდ და მხოლოდ ჩინოვნიკებს, მაგალითად, თამარ ჟვანია თუ სადმე მივა საარჩევნო უბანზე, აუცილებლად იქ დახვდება სირცხვილის კორიდორი. საუბარია მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებზე, თუ ასეთი რამე დაიგეგმება. სხვა შემთხვევაში რამე სირცხვილის კორიდორს, ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ არ ვეთანხმები“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ბათუმში, გუშინ გამართულ აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის დღეს უბნებთან "სირცხვილის კორიდორი" მოაწყონ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო