ლევან კობიაშვილი - მელიამ უნდა დაასაბუთოს, რის საფუძველზე გვდებს ბრალს ოფისის დარბევასა და კრიმინალთან კავშირში, ან მოუწევს ცილისწამებაზე ბოდიშის მოხდა

"ქართული ოცნების" წევრი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება.

კობიაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თანახმადაც მისი შტაბის გადაწვა კალაძე-კობიაშვილთან დაახლოებული ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით მოხდა, ცილისწამებას უწოდებს.

"არჩევნების დღიდან მოყოლებული, არ მინდოდა ჩემი ოპონენტის ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება. ვთვლიდი, რომ არეულობის ინსცენირება და დრამების დადგმა უბნებთან მათი ჩვეული საარჩევნო სტრატეგია იყო და ჩვენგან ყველაზე სწორი რეაქცია ამ სპექტაკლების იგნორირება იქნებოდა.

მაგრამ, როგორც ჩანს, ამ სიბინძურის დასრულებას არ აპირებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკანორ მელია.

ახლა, როცა ვანდალიზმს და სისხლის სამართლის დანაშაულს გვაბრალებენ, უპასუხოდ ვერ დავტოვებ კანდიდატი მელიას ცილისწამებას.

ის ბრძოლის მეთოდები, რაც ამ პარტიას მისი არსებობის მანძილზე, 2003 წლიდან მოყოლებული ჰქონდა, არ შეცვლილა.

მათ ვერ აუწყეს ფეხი ვერც დროს, ვერც ახალ პოლიტიკურ რეალობას და ვერც ამომრჩეველს.

მე არ მჩვევია მელიას სტილში ყაყანი და ბრალდებების უმისამართოდ ფრქვევა.

მის დონეზე არ და ვერ დავალ!

დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი უწყებებები აუცილებლად დაადგენენ, თუ ვის ინტერესებში შედიოდა, რატომ და ვინ გააჩინა ხანძარი ნიკანორ მელიას ერთ-ერთ ოფისში და ყველა დამნაშავე უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.

კანდიდატმა მელიამ კი უნდა დაასაბუთოს, რის საფუძველზე გვდებს ბრალს ოფისის დარბევაში და კრიმინალთან კავშირში, ან მოუწევს ცილისწამებაზე ბოდიშის მოხდა.

მისგან განსხვავებით, ჩვენ ტელესპექტაკლებს არ ვდგამთ.

მას შემდეგ, რაც სიმართლე გაირკვევა, მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაინახავს მათ ნამდვილ სახეს და კიდევ ერთხელ გამოჩნდება, სად არის სიმართლე და სად ამორალური ტყუილები!",- წერს კობიაშვილი.

იხილეთ ვიდეო: ლევან კობიაშვილის განცხადებით, მელიამ უნდა დაასაბუთოს, რის საფუძველზე დებს ბრალს ოფისის დარბევაში

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა