ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპზე - თუკი შეთანხმებულად არ ვიმოქმედებთ, შეიძლება მეტი ადამიანი დაიღუპოს

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თუკი დონალდ ტრამპი მომავალი ადმინისტრაციისთვის დაბრკოლების შექმნას განაგრძობს, კიდევ მეტი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს, ვინაიდან კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე კოორდინაციაა ძალიან მნიშვნელოვანია.

"სრული უპასუხისმგებლობაა. ეს ნამდვილად სიცოცხლის გადარჩენას ეხება. ეს არ არის გაზვიადებულად ნათქვამი. თუ შეთანხმებულად არ ვიმოქმედებთ, შეიძლება მეტი ადამიანი დაიღუპოს,” - განაცხადა ბაიდენმა დელავერში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ვაქცინების ქვეყნის მასშტაბით განაწილება ძალიან დიდი ვალდებულებაა და თუკი მის გუნდს განაწილების პროგრამაზე მუშაობის დაწყებისთვის 20 იანვრამდე, ანუ ინაუგურაციამდე მოცდა მოუწევს, ეს ერთ თვეზე მეტი ხნით ჩამორჩენას ნიშნავს.

ბაიდენის განმარტებით, ვაქცინების რაც შეიძლება სწრაფად განაწილების უზრუნველსაყოფად კოორდინაცია მნიშვნელოვანია და მოქმედი პრეზიდენტის მონაწილეობა გაცილებით გააადვილებს ამ საქმეს.

შეგახსენებთ, ამერიკული მედიის ბოლო მონაცემების მიხედვით, "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპმა კი 232. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ არჩევნები გააყალბეს და შედეგებს არ აღიარებს.

იხილეთ ვიდეო: ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპზე - თუკი შეთანხმებულად არ ვიმოქმედებთ, შეიძლება მეტი ადამიანი დაიღუპოს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო