მაიკ პომპეო სტამბოლში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თურქეთში ჩავიდა. როგორც პომპეო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, სტამბოლში დაგეგმილ შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რელიგიური თავისუფლება იქნება.

„აქ ყოფნისას განვიხილავ რელიგიურ თავისუფლებას რეგიონში და გავააქტიურებ მთელ მსოფლიოში რელიგიური თავისუფლების განვითარების საკითხის მიმართ ჩვენს მტკიცე პოზიციას,“- წერს პომპეო.

სახელმწიფო მდივანი თურქეთის შემდეგ საქართველოს ეწვევა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა