ლევან კობერიძე - კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული უახლოესი გადაწყვეტილებები გვაჩვენებს, რომ ისინი დაქვემდებარებულია „ქართული ოცნების" პარტიულ დღის წესრიგს

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მიღებული უახლოესი გადაწყვეტილებები გვაჩვენებს, რომ ისინი დაქვემდებარებულია „ქართული ოცნების" პარტიულ დღის წესრიგს, - ამის შესახებ „ლელოს" წევრმა, ლევან კობერიძემ „ინტერპრესნიუსთან" განაცხადა.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭო სამთავრობო ერთპარტიული რეჟიმიდან უნდა გამოვიდეს. კობერიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია შეიქმნას ეროვნული პლატფორმის ფორმატი.

„უახლოესი გადაწყვეტილებები გვაჩვენებს, რომ ისინი უკვე დაქვემდებარებულია „ქართული ოცნების“ პარტიულ დღის წესრიგს. მაგალითისთვის, ღია სივრცეში პირბადის ტარება, რომელსაც ჩვენ ვითხოვდით, რომ შემოეღოთ არჩევნებამდე, რადგან ვხედავდით ინფიცირების მზარდ სტატისტიკას, ამ შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტრომ და საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან ვიწროპარტიულია, ეს წესი შემოიღო არჩევნების მეორე დღეს, წინა დღეს არ შემოიღეს, რადგან თვლიდნენ, რომ ამომრჩეველს გააღიზიანებდნენ. რაც შეეხება „ლოქდაუნს“, ვხედავთ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა არის გაზრდილი, მაგრამ ვერ ვხედავთ კონკრეტულ გეგმას, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას კონკრეტული პარამეტრების შემთხვევაში უახლოესი ერთი თვის განმავლობაში. ეს არის დიდი პრობლემა. მე, როგორც ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა, დიდი ხნის წინ გავგზავნე სადეპუტატო შეკითხვა, კოვიდ ფონდთან დაკავშირებით, როგორ ხდება მისი გახარჯვა და პასუხი არ მიმიღია, ანუ გაუგებრობა და გადაწყვეტილებების ერთპარტიულ დღის წესრიგზე დაქვემდებარება არის ყველაზე დიდი პრობლემა,"- განაცხადა კობერიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს