აკაკი ზოიძე - უკვე საკმაოდ დააზიანა პოლიტიკურმა პროცესმა პანდემიასთან ბრძოლა - რასაც ვხედავთ შემთხვევების მატების კუთხით, დაკავშირებული იყო პოლიტიკურ პროცესებთან

უკვე საკმაოდ დააზიანა პოლიტიკურმა პროცესმა პანდემიასთან ბრძოლა. კარგად გვესმის, რომ რასაც ვხედავთ მატების კუთხით, დაკავშირებული იყო პოლიტიკურ პროცესებთან,- ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ პოლიტიკური პროცესი პანდემიის ხელშემწყობი არ იყოს და ამისთვის აუცილებელია, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურმა ძალამ გაინაწილოს.“

„მთელ მსოფლიოში პოლიტიზებულია კორონაპანდემია, მაგრამ ახლა ჩვენ იმდენად სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ, რომ დროა ეროვნული კონსოლიდაცია მოხდეს, არ უნდა იყოს პოლიტიკური პროცესი პანდემიის ხელისშემწყობი, პირიქით, უნდა იყოს ხელისშემშლელი. ეს უნდა დავასრულოთ. თუ ვინ არის (შექმნილ ვითარებაზე) პასუხისმგებელი, ამის დროც მოვა, გაანალიზდება შეცდომები, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის, კინკლაობის დრო არ არის, ახლა არის კონსოლიდაციის დრო, რომ პასუხისმგებლიანად მივუდგეთ ამ თემას.

მსჯელობაში, გადაწყვეტილებების მიღებაში, აუცილებელია, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ გაინაწილოს პასუხისმგებლობა და არ მოხდეს ბრალეულობაზე საუბარი. ჩემი აზრით უკვე საკმაოდ დააზიანა პოლიტიკურმა პროცესმა პანდემიასთან ბრძოლა. კარგად გვესმის, რომ რასაც ვხედავთ მატების კუთხით, დაკავშირებული იყო პოლიტიკურ პროცესებთან, საარჩევნო პერიოდთან, აქციებთან, მიტინგებთან, ადამიანების მოძრაობასთან. ვირუსი არ ცნობს, რის გამო მოძრაობს ადამიანი, პოლიტიკური პროცესი აუცილებელი იყო, არჩევნები აუცილებელი იყო, მაგრამ ახლა დროა, რომ ჩვენ მოვახდინოთ კონსოლიდაცია და ერთობლივად შევძლოთ პასუხისმგებლობების და მოვალეობების განაწილებაც,"- განაცხადა ზოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო