გიგა ბოკერია - მიუხედავად იმისა, რომ კობახიძესთან, მდინარაძესთან, ან ნებისმიერ პოლიტიკურ „კლოუნთან“ დებატები კრიზისს ვერ განმუხტავს, ჩვენ ამისთვის ყოველთვის მზად ვართ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, „ქართულ ოცნებასთან“ დებატებისთვის „ევროპული საქართველო“ მზადაა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, დებატები ამ კრიზისს ვერ განმუხტავს.

„მიუხედავად იმისა, რომ კობახიძესთან, მდინარაძესთან, ნებისმიერ ამ პოლიტიკურ „კლოუნთან“ დებატები ამ კრიზისს ვერ განმუხტავს, „ევროპული საქართველო“, ჩვენი გუნდი მთლიანად, ყოველთვის მზად ვართ. რაღაც გამოცდილება დებატების გვაქვს, პარლამენტში ყოფნისას, კარგი გაგებით ვამბობ. ყოველთვის მზად ვართ ამისთვის, თუმცა, ამ შემთხვევაში, მარტო არ ვართ და ჩვენ ოპოზიციონერ კოლეგებთან გვექნება კონსულტაცია როგორი იქნება პასუხი ამაზე. მათ ნაცვლად ვერ გიპასუხებთ. მაგრამ, გახსოვთ, ჩვენი მოწოდების მიუხედავად, ამ ხალხმა წინასაარჩევნო პერიოდში დებატებზე, მაშინ, როცა ნორმალურია ამომრჩეველმა გიყუროს, უარი თქვა“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპოზიციას არჩევნებთან დაკავშირებით დებატებში იწვევს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო