ბესიკის ქუჩაზე, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სახლი დაზიანდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

ბესიკის ქუჩაზე, სადაც დღეს დილით, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ე.წ. იტალიურ ეზოში საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, ექსპერტ - კრიმინალისტები მუშაობენ. აფეთქების შედეგად დაზიანებულია სახლის წინა ფასადის კედელი. როგორც „ინტერპრესნიუსს" კომპანია „თბილისი ენერჯის" წარმომადგენელმა, ირაკლი დეკანოიძემ შემთხვევის ადგილზე განუცხადა, დათვალიერების შედეგად ირკვევა, რომ გაზის მილები დანადგარის გარეშე იყო დაყენებული, რომელსაც დამხშობი არ ჰქონდა დაყენებული. დეკანოიძის თქმით, აფეთქება სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია. ამასთან, მისივე ინფორმაციით, ბესიკის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ გუშინ ღამით გაზის სუნი იგრძნეს, თუმცა შესაბამის უწყებაში ამის თაობაზე ზარი არ განხორციელებულა.

„მოსახლეობის გადმოცემით, მისამართზე გუშინ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რა დროსაც მოხდა გაზის დანადგარების დემონტაჟი და არ მოხდა დამხშობის დაყენება. სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა და დაგროვება აქედან მოხდა. სამწუხაროდ, გაზის სუნთან დაკავშირებით ჩვენთან ინფორმაცია არ შემოსულა, თუმცა მოსახლეობა აფიქსირებს, რომ წუხელ ღამით გაზის სუნი იგრძნობოდა“, - განაცხადა ირაკლი დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო