გერმანელმა სამართალდამცავებმა დრეზდენის მუზეუმის გაძარცვაში ეჭვმიტანილები დააკავეს

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში პოლიციამ დრეზდენის მუზეუმის გაძარცვაში ეჭვმიტანილი 3 პირი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამივე დაკავებული გერმანიის მოქალაქეა.

დაკავების ოპერაციას წინ უძღოდა სახლებში, ავტოფარეხებსა და ავტომობილებში მასშტაბური რეიდის ჩატარება, რომელშიც 1 600-მდე სამართალდამცავი მონაწილეობდა.

ცნობისათვის, მძარცველებმა დრეზდენის მუზეუმიდან შეუფასებელი ღირებულების მქონე მე-18 საუკუნის ძვირფასეულობა 2019 წლის 25 ნოემბერს მოიპარეს. მოპარულ ძვირფასეულობას შორის დრეზდენის თეთრი, 49 კარატიანი ბრილიანტიცაა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს