გიგა ბოკერია - პომპეო კარგად არის ინფორმირებული ვითარების შესახებ - ესაა ოპოზიციის შესაძლებლობა, დავანახოთ მსოფლიოს, რომ არ ვიღებთ სამარცხვინო ოლიგარქის თამაშის წესებს

ეს არის ოპოზიციის შესაძლებლობა, დავანახოთ მთელ მსოფლიოს ჩვენი მკაფიო პოზიცია, რომ არ ვიღებთ სამარცხვინო ოლიგარქის თამაშის წესებს , - ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის პარალელურად ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის კომენტირებისას განაცხადა. ბოკერიას თქმით, მაიკ პომპეო კარგად არის ინფორმირებული იმ ვითარების შესახებ, რაც საქართველოშია.

„სახელმწიფო მდივანი პომპეო საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული ვითარების შესახებ, მას საელჩოც აქვს აქ და ბევრი სხვა წყაროც ინფორმაციის. ჩვენ, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოებაც ინტენსიურ კომუნიკაციაში ვართ შეერთებული შტატების იმ სტრუქტურებთან, ვინც ამ რეგიონთან არის დაკავშირებული. ეს არის ოპოზიციის შესაძლებლობა, მსოფლიო მედიისთვის, არამარტო სახელმწიფო მდივნისთვის, მთელი მსოფლიოსთვის ამ პოზიციის კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირების, რომ ქართული საზოგადოება არასოდეს არ მიიღებს იმ თამაშის წესს, რომ ვინც მთავრობაშია, ესეთი სამარცხვინო ოლიგარქია ან თუნდაც, მასზე უკეთესი მთავრობა წყვეტდეს, სადამდე იქნება მთავრობაში და არა ქართველთა უმრავლესობა“ - განაცხადა ბოკერიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს