გიგი უგულავა - აშშ-ის შეიარაღებული ძალების საქართველოში მუდმივად განთავსება არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პრინციპული საკითხი

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიმართ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში ექსპერტთა ნაწილის ღია წერილს ეხმაურება, სადაც ექსპერტები პომპეოს ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების საქართველოში მუდმივად განთავსებას სთხოვენ.

უგულავას თქმით, ეს იდეა არის ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის პრინციპული საკითხი.

როგორც უგულავამ აღნიშნა, ამ საკითხს “ევროპული საქართველოსგან” სრული მხარდაჭერა ექნება.

„ჩვენ, “ევროპული საქართველო” ცალსახად ვუჭერთ მხარს ამ იდეას, ეს ძველი იდეაა, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ამ ახალი ძალთა ბალანსის გადათამაშების შემდეგ, რა პროცესიც ახლა მიდის. ამიტომ, ბუნებრივია, ასეთი საკითხი თუ დღის წესრიგში იქნება, მას ჩვენგან ყველანაირი მხარდაჭერა ექნება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა