ილჰამ ალიევი - შუშას გათავისუფლების ოპერაცია მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში სპეციალურ ადგილს დაიმკვიდრებს

ქალაქ შუშას ოკუპაციისგან გათავისუფლებამ მტერს ჩვენი ძალა, ჩვენი არმიის გამბედაობა და ჩვენი ჯარისკაცების გმირობა აჩვენა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომელიც მეუღლესთან, მეჰრიბან ალიევასთან ერთად ფიზული-შუშას გზის მშენებლობის პროექტის განხორციელებას გაეცნო.

მისი თქმით, შუშას გათავისუფლების ოპერაცია დიდ პროფესიონალიზმს მოითხოვდა.

„დარწმუნებული ვარ, ეს ოპერაცია მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში სპეციალურ ადგილს დაიმკვიდრებს. შუშას გათავისუფლება ბრწყინვალე გამარჯვებაა, რომელმაც მტერს უკანასკნელი დარტყმა მიაყენა, შემთხვევითი არ არის, რომ მტერმა 10 ნოემბერს ფაქტობრივად კაპიტულაციის აქტს მოაწერა ხელი,“- განაცხადა ალიევმა.

მან აზერბაიჯანელ ხალხს ფიზული-შუშას გზის მშენებლობის დაწყება მიულოცა.

„დღეს საძირკველი ეყრება ფიზული-შუშას საავტომობილო გზის მშენებლობას. ამ გზას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მას ყარაბაღის გვირგვინთან, ქალაქ შუშასთან მივყავართ. ამასთან, ეს არის პირველი პროექტი, რომელიც გათავისუფლებულ მიწებზე ხორციელდება,“- აღნიშნა ალიევმა.

იხილეთ ვიდეო: ილჰამ ალიევი - შუშას გათავისუფლების ოპერაცია მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში სპეციალურ ადგილს დაიმკვიდრებს

რამაზ საყვარელიძე  - თუ ოპოზიცია მომავალშიც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ახლაც უნდა შევიდეს პარლამენტში, თუ არც მომავალში მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, წასულა პოლიტიკიდან და ეგაა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
"სილქ როუდ ჯგუფის" განცხადება "საქანელას" პროექტის შესახებ
PSP „მადლიერების კვირეულს“ კოსმეტიკურ პროდუქციაზე 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს