საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას ტელეკომპანიების - „მთავარი“ და „TV პირველი“ - ეთერში სხვადასხვა დროს გასულ სიუჟეტებზე რეაგირების მიზნით, კანონის შესაბამისად იმოქმედოს, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე განმარტებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინააღმდეგ ტელეკომპანიების - „მთავარი“ და „TV პირველი“ - საინფორმაციო გადაცემებში ხელოვნურად პროვოცირებული, ფორსირებული ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს.

„ტელეკოპმპანიების მიერ მომზადებულ სიუჟეტებში ჟურნალისტები გამოდიან მხარეებად და არ ემიჯნებიან რესპოდენტების ინტერპრეტაციას, რასაც უნივერსიტეტი განიხილავს, როგორც ცილისწამებას, რაც უნივერსიტეტის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება.

უნივერსიტეტისთვის სრულიად მიუღებელია აღნიშნულ ტელეკომპანიებში გაშუქებული, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ფაქტების უტყუარ ჭეშმარიტებად წარმოჩენა და საზოგადოების დარწმუნება იმ „რეალობაში“, რომლის ხელოვნურად შექმნის მიზანიც არის დასახული. მეტიც, ჟურნალისტები ცდილობენ უნივერსიტეტი პოლიტიკაში ჩაითრიონ და ავითარებენ უსაფუძვლო მოსაზრებას, თითქოს უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას გააჩნია ბერკეტი იძულებით ჩართოს სტუდენტები სხვადასხვა პოლიტიკურ აქციაში.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის მისიაა საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვა და ქვეყნისთვის კონკურენტუნარიანი პროფესიონალი კადრების მომზადება. ამასთან, უნივერსიტეტის ფუნქციაა აღზარდოს საზოგადოებრივად აქტიური, პასუხისმგებლობის გრძნობით აღვსილი მოქალაქე, რომლისთვისაც უმნიშვნელო არ არის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესები. როგორც ჩვენი ქვეყნის ისტორია გვიჩვენებს, სწორედ ახალგაზრდა თაობის განსაკუთრებული აქტიურობით ეძლევა ბიძგი ქვეყნის განვითარებას.

იქონიოს პოლიტიკური შეხედულება - თითოული ადამიანის უფლებაა და უნივერსიტეტი პატივს სცემს თავისი თანამშრომლებისა და სტუდენტების მიერ ამ უფლების რეალიზაციას.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ემიჯნება პოლიტიკურად ანგაჟირებულ, მართულ პროცესებში ჩართვას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საკუთარი რეპუტაციის დასაცავად, უფლებას იტოვებს სამართლებრივი რეაგირებისათვის კანონის შესაბამისად იმოქმედოს“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა