2021 წლიდან პოლონური ინვესტიციით ჰუალინგის თიზ-ში სამკერვალო საწარმო ამოქმედდება

2021 წლიდან პოლონური ინვესტიციით ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სამკერვალო საწარმო ამოქმედდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან აცნობეს.

"მიუხედავად პანდემიისა ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, აქტიურად აგრძელებს ინვესტიცების მოზიდვას საქართველოში. 2021 წლიდან, პოლონური ინვესტიციით ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, სამკერვალო საწარმო ამოქმედდება. მნიშვნელოვანია რომ პროექტის პირველ ფაზაში 50 მდე ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება. პოლიონური კომაპნიისთვის, საწარმოს ლოკაციის შერჩევის პერიოდში განიხილებოდა რამოდენიმე ლოკაცია, თუმცა საბოლოოდ არჩევანი საქართველოზე და ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაზე გაკეთდა. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გადაწყვეტილების მიღებისას ის მზა ინფრასტრუქტურა, რომელსაც ჩვენი შენობების სახით ინვესტორებს ვთავაზობთ, ასევე უმნიშვნელოვანესი ფაქტორის მუშახელის ხელმისაწვდომობა ქალაქ ქუთაისში. ჰუალინგის თიზის გუნდი უზრუნველყოფს ივესტორისათვის სხადასხვა დამატებითი მომსახურებების უზრუნველყოფას, როგორებიცაა საწარმოს კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების უზრუნველყოფა, ლოგისტიკის პროცესის ოპტიმიზაცია და გამართვა, საბაჟო-საბროკერო პროცედურებში დახმარება, წარმოშობის სერთიფიკატის მიღების პროცესში მხარდაჭერა, კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან. ვფიქრობთ რომ უკვე თებერვლის თვიდან საწარმო სრული დატვირთით ამოქმედდება", - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის კომერციული მენეჯერი გიორგი როგავა.

ეკატერინე ციმაკურიძე - განსაკუთრებული პრობლემაა ხელისუფლების მცდელობები თავი აარიდოს 19 აპრილის შეთანხმების ისე შესრულებას, როგორც ეს თავად ამ შეთანხმებითაა ნაგულისხმევი
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2021
სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
ჭარბი წონა მსოფლიოში არა მხოლოდ პრობლემა,  დიდი ხანია, პანდემიაა (R)
"თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში“ კონფერენცია „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ გაიმართა
ტერაბანკმა FMO-სგან გრძელვადიანი დაფინანსება მიიღო