ილჰამ ალიევი - ყარაბაღის რაიმე სტატუსზე საუბარი შეუძლებელია

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ყარაბაღის სტატუსზე საუბარი გამორიცხულია.

„არაერთხელ მითქვამს, რომ არასდროს დავუშვებთ აზერბაიჯანის ისტორიულ ტერიტორიაზე მეორე სომხური სახელმწიფოს შექმნას. ბევრჯერ მითქვამს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არასდროს გახდება მოლაპარაკებების თემა. მითქვამს, რომ ჩვენ ამ მთლიანობას სამხედრო გზით აღვადგენდით იმ შემთხვევაში, თუ მშვიდობიანი გზით აღდგენა შეუძლებელი იქნებოდა,“- განაცხადა ალიევმა, რომელიც დღეს მოსახლეობას ფიზულის რაიონიდან მიმართა.

მისი თქმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილია და ყარაბაღის სტატუსზე საუბარი გამორიცხულია.

„ყარაბაღის რაიმე სტატუსზე საუბარი შეუძლებელია. არსებობს ერთიანი აზერბაიჯანული სახელმწიფო, მრავალეროვანი, მრავალკონფესიური, პროგრესული აზერბაიჯანული სახელმწიფო, სადაც ყველა ეროვნებისა და რელიგიის ადამიანები ნორმალურად ცხოვრობენ. სომეხი ხალხიც ასევე იცხოვრებს, ჩვენ სომეხ ხალხს არაფერს ვერჩით,“- განაცხადა ალიევმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო