რუსეთში აცხადებენ, რომ ციმბირში კორონავირუსის მუტირებული ვერსია გამოჩნდა

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურში, „როსპოტრებნადზორში“ აცხადებენ, რომ ციმბირის რეგიონში კორონავირუსის მუტირებული ვერსია გამოჩნდა.

„ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ცვლილებებს ციმბირში, რაც გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ რეგიონში ვირუსის სხვა ვერსიის ფორმირება ხდება, გარკვეული მუტაციებით,“- აღნიშნა „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა ანნა პოპოვამ.

მას არ უსაუბრია იმის შესახებ, რამდენად გადამდები ან მომაკვდინებელია ეს მუტაცია, თუმცა აღნიშნა, რომ ის ვირუსს უფრო სახიფათოს არ გახდის. პოპოვამ დაადასტურა, რომ ამჟამად „ციმბირის ვექტორის ინსტიტუტის“ მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის ვაქცინის რეგისტრაციის შემდგომი კვლევები მიმდინარეობს.

ინსტიტუტის გენერალური დირექტორის, რინატ მაკსიუტოვის მტკიცებით, კორონავირუსის მუტაცია ვაქცინის ეფექტურობაზე უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს