ზაალ უდუმაშვილი - ჩაატარონ ეს მეორე ტური თავისთვის - არც ერთი კანდიდატი ოპოზიციიდან მონაწილეობას არ მიიღებს და ვისთვის ატარებენ, გაუგებარია

ჩაატარონ ეს მეორე ტური თავისთვის. არც ერთი კანდიდატი ოპოზიციიდან მონაწილეობას არ მიიღებს და ვისთვის ატარებენ, გაუგებარია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ „ქართული ოცნება" მეორე ტურში მარტო არის დარჩენილი, ნათელია.

„თვითონ იციან თავისი საქმე. ყველა ის პარტია, რომელიც ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობს, არც ერთი მათგანი არ გეგმავს პარლამენტში შესვლას და ეს არის მყარი პოზიცია თითოეული პარტიის"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა