მედია - დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, ერაყსა და ავღანეთიდან ჯარების ნაწილის გაყვანის განკარგულება გასცეს

შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ოფიციალური პირები ელიან, რომ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავღანეთიდან და ერაყიდან ჯარის ნაწილის გაყვანის განკარგულებას გასცემს.

CNN– მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პენტაგონმა მეთაურებისთვის „გამაფრთხილებელი ბრძანება“ გასცა, რაც ავღანეთში დისლოცირებული ჯარისკაცების რაოდენობის 2500- მდე შემცირების დაგეგმვისთვის მომზადებას ითვალისწინებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჯარის ნაწილის გაყვანა 15 იანვრამდე უნდა განხორციელდეს.

საუბარია ასევე ერაყში ამერიკის სამხედრო კონტიგენტის 2 500 ჯარისკაცამდე შემცირებაზე.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ავღანეთში დაახლოებით 4 500 ამერიკელი ჯარისკაცია დისლოცირებული, ერაყში კი - 3 000.

ოქტომბრის დასაწყისში დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ავღანეთში მსახურობენ, შობამდე თავიანთ სახლებში უნდა იყვნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა