გიგი უგულავა - თუ მიგაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა, გამოდით ხვალ და ერთად დავაფიქსიროთ მდუმარე პროტესტი

წვეთი, წვეთი, წვეთი, თითო -თითო წვეთი ქვას ტეხავს, ამიტომ ყველა აქციას აქვს თავისი შედეგი, მინდა მოვუწოდო ყველას, ვისაც მიგაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბებულია მოდით, ერთად გავუშვათ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ეს გზავნილი - ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად, დაგეგმილ ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განუცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, მაიკ პომპეო არის მინისტრი, რომელი თანამდებობას ტოვებს და ადმინისტრაციასთან ერთად მიდის, ეს ვიზიტი მაინც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, როდესაც რეგიონში ბევრი რამ შეიცვალა ყარაბაღის ომის შემდეგ, ამ ვიზიტით საერთაშორისო საზოგადოება იღებს სიგნალს, რომ რეგიონში სწორედ საქართველო არის აშშ-სთვის მთავარი პარტნიორი. სწორედ იმის გამო, რომ საქართველოა ამერიკის მთავარი პარტნიორი, საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაცია არის არამარტო ჩვენი ხალხის, არამედ ამერიკის საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტიც.

ჩვენ ვმართავთ ხვალ აქციას, რომ როგორც ამერიკის ადმინისტრაცია, ასევე საერთაშორისო მედიამ გაიგოს, რომ საქართველოში ხორციელდება სახელმწიფოს მიტაცება ივანიშვილის რეჟიმის მიერ, იმიტომ რომ არჩევნები, რომელიც 31 ოქტომბერს ჩატარდა არ იყო არჩევნები, ეს იყო ძალაუფლების მიტაცება. ამიტომ მინდა მოვუწოდო ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა, სულერთია, რომელი პარტია მოგწონთ, ან შეიძლება არცერთი პარტია არ მოგწონდეთ, სულერთია გვერდით მდგომი ადამიანი, რომელიც თქვენგან ორი მეტრით წინ, უკან, მარჯვნივ ან მარცხნივ დგას მოგწონთ თუ არ მოგწონთ. აქ არის ერთადერთი კრიტერიუმი - თუ მიგაჩნიათ რომ გაყალბდა და ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ, კონუკრენტურ გარემოში, გამოდით ხვალ და ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი მდუმარე პროტესტი. ყველა მსურველს გადაეცემა შესაბამისი სტიკერი, რომელზეც ეწერება „გაყალბებულია“ და ეს სტიკერი სოციალური დისტანციის დაცვით უნდა დავაწებოთ ასფალტზე, დავდგეთ და 11:00 საათიდან 1:00 საათამდე გაგრძელდება ჩვენი აქცია, რომელიც ბოლოს დასრულდება ასევე პარლამენტთან მსვლელობით. ამით დასრულდება ჩვენი აქცია“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

იხილეთ ვიდეო: ოპოზიცია აცხადებს, რომ 18 ნოემბრის აქცია მშვიდობიანი იქნება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა