სოზარ სუბარი - მთელი ოპოზიციური სპექტრი სააკაშვილის გავლენის ქვეშ არის მოქცეული და ვერ თავისუფლდებიან - სააკაშვილი ცდილობს ოპოზიციის ლიდერად იქცეს, ტყვეობაში ამყოფებს, აბულინგებს

ჩვენი ოპოზიცია და მათი მთავარი ლიდერი, ძებნილი სააკაშვილი აგენტებად ნათლავენ მათ, ვისი პოზიციაც არ მოეწონებათ. ისინი, მაშინ არიან პროდასავლელები, თუ ვინმე მათთვის მოსაწონ რამეს იტყვის , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და სამგორში მაჟორიოტარობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს.

სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიცია ცნობილია და ეს პოზიცია მკაფიოდ არის გამოხატული, როგორც საელჩოს და ელჩის განცხადებებში, ისე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

„ეს განცხადებები ემთხვევა იმ განცხადებებს, რომელიც გააკეთა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ. თუმცა, ჩვენი ოპოზიცია და მათი მთავარი ლიდერი - ძებნილი სააკაშვილი თუ ვინმეს პოზიცია არ მოეწონებათ, მაშინვე გამოდიან და აგენტებად ნათლავენ ევროსაბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელს, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მათ არ მოეწონებათ. ისინი, მაშინ არიან პროდასავლელები და მაშინ არის ჩვენი მოკავშირე ამერიკა და ევროპა, თუ იქ ვინმე მათთვის მოსაწონს რამეს იტყვის, თუ რაიმე არ მოეწონათ იარლიყი, რომ ის არის რუსეთის აგენტი, მზად აქვთ და ეს ხდება ყველა შემთხვევაში“, - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია არის ძალიან სუსტი და სააკაშვილის გავლენიდან ვერ თავისუფლდება.

„მთელი ოპოზიციური სპექტრი არის მოქცეული სააკაშვილის გავლენის ქვეშ და ვერ თავისუფლდებიან. სააკაშვილმა მოახერხა ძალიან მარტივი რამ, რამდენიმე თვის განმავლობაში შეკრა მთელი ოპოზიცია და შალვას ფანჩატურში აყენებდნენ რაღაც მოთხოვნებს, ამის შემდეგ არჩევნებამდე რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა და თქვა, რომ არ აინტერესებს არავინ და თვითონ არის ერთადერთი ბელადი, პრაქტიკულად წაართვა ხმები მთელ ოპოზიციურ სპექტრს, რამდენიმე პარტია - მიმიკრია პარტიები რომ არიან, რომლებიც ყველა არჩევნებში რომელიმე პარტიაში შედიან, შევიდნენ მასთან და რამდენიმე მანდატი მოიპოვეს. დანარჩენებს, რომ ჰქონდათ იმედი აიღებდნენ 5-10 -15 პროცენტს, დატოვა 1 და 2 პროცენტზე, ოპოზიციის ხარჯზე აიღო 27 პროცენტი, მთელი ოპოზიციის ხმები წაიღო თვითონ. ახლა ცდილობს ოპოზიციის ლიდერად იქცეს და ამყოფებს ტყვეობაში, აბულინგებს მათ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა