იოსებ ხახალეიშვილი ავტოქარხნის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატში ავტოქარხნის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.

მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საარჩევნო პროგრამასთან ერთად დასახლებაში არსებულ პრობლემებს, მათი მოგვარების და გადაჭრის გზებს, ასევე ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგურ ვითარებასაც შეეხო.

„ჯანდაცვის სამსახურები მუხლჩაუხრელად შრომობენ, არიან ადამიანები, რომლებიც თვეობით არ ყოფილან სახლში, არ უძინიათ და საკუთარ სიცოცხლეს აყენებენ რისკისქვეშ ჩვენ გადასარჩენად. პანდემია სწორედ იმიტომაა რთული, რომ მასიურად ხდება ადამიანების დასნებოვნება და ეს ქმნის პრობლემას არა მარტო ჩვენ პატარა ქვეყანაში, არამედ დიდ სახელმწიფოებში. დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გადავლახავთ ამ რთულ პერიოდს და მზად უნდა ვიყოთ ამისთვის. პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს მოქალაქეობრივ ვალს, მივიდეთ არჩევნებზე, გავაკეთოთ სწორი არჩევანი მშვიდობის, სტაბილურობის, ჯანსაღი ურთიერთობების, ჩვენი ქალაქის ღირსეული მომავლის სასარგებლოდ და ჩემი საარჩევნო პროგრამის მიხედვით თავად ჩავერთოთ ქუთაისის ინფრასტრუქტურულ და კულტურულ განვითარებაში", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს