სოზარ სუბარი - ერთია, რას ამბობენ და მეორეა, რას აკეთებენ - „ნაციონალების“ აგიტატორები მუშაობენ, რომ მათი მხარდამჭერები მეორე ტურზე მივიდნენ

“ნაციონალური მოძრაობა“ არანაკლებ ემზადება არჩევნების მეორე ტურისთვის, ვიდრე ჩვენ ვემზადებით, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “ნიუსრუმში“ განაცხადა.

სუბარის ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ აგიტატორები მუშაობენ, რომ მათი მხარდამჭერები მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად მივიდნენ.

“ერთია, რას ამბობენ და მეორეა, რას აკეთებენ ველზე. ცალკე საკითხია, როგორ მოიქცევიან ბოლო დღეს, მაგრამ თვითონ არანაკლებ ემზადებიან მეორე ტურისთვის, ვიდრე ვემზადებით ჩვენ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სუბარი იმასაც ამბობს, რომ არც ახლაა დაგვიანებული ოპოზიციისადმი მათი შეთავაზება, 1500 საარჩევნო უბნების ხელახალი გადათვლისა და კამერების გახსნის თაობაზე, “რისი გაკეთება ახლაც შესაძლებელია“. სუბარი ირწმუნება, რომ ცესკოს მიერ 31 ოქტომბრის არჩევნების შეჯამება უბნების გადათვლას ხელს არ უშლის.

„აქეთ ვთავაზობთ - წაიღეთ, გადათვალეთ, მაგრამ არ ითვლიან, არ უნდათ! ვეუბნებით, ყველა ვიდეო გავხსნათ... “ქართულმა ოცნებამ“ თითქმის ერთი მილიონი ხმა მიიღო და თუ უნდათ, რომ ეს ხმები მოვიკლოთ და გადავანაწილოთ, ამის არც სურვილი გვაქვს და ამის არც კანონი არსებობს. ერთი ხმა ვერ მოაკლდება იმას, რაც მიღებული გვაქვს. თუ აქვთ უბნების გადათვლისა და ვიდეოების გახსნის სურვილი და თუ ამის შემდეგ გამოვლინდება, რომ არის გაყალბება, შესაბამისი დარღვევები - კი ბატონო! ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არჩევნების გაყალბება არ მომხდარა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამავე კონტექსტში სუბარმა აღნიშნა, რომ მოთხოვნა ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის შესახებ, ახირებაა და “ხუშტურზე ვერ წავლენ“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო