სალომე ზურაბიშვილი - თენგიზ ცერცვაძეს მინდა, პირადად ვუთხრა მადლობა თავდადებისთვის, კორონასთან ათთვიანი, დღე და ღამე შეუპოვარი ბრძოლისთვის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსთან შეუპოვარი ბრძოლისა და თავდადებისთვის მადლობას უხდის.

სალომე ზურაბიშვილი თენგიზ ცერცვაძის კორონავირუსით ინფიცირებას სოციალური ქსელით ეხმაურება და სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„ბატონ თენგიზს კორონავირუსი დაუდგინდა. მსუბუქი ფორმაა და სახლში მკურნალობს. მინდა სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო! მინდა, პირადად ვუთხრა მადლობა მისი თავდადებისთვის, კორონასთან ათთვიანი, დღე და ღამე შეუპოვარი ბრძოლისთვის!

მინდა ბოდიში მოვუხადო მათ მაგივრად, ვინც მადლიერების ნაცვლად, ექიმების ლანძღვა და შეურაცხყოფა არჩია. ბატონო თენგიზ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მადლობას გიძღვნით და თქვენთვის ლოცულობს!

მხნედ იყავით! მალე დაუბრუნდით ამ ბრძოლას!“,-წერს სალომე ზურაბიშვილი.

იხილეთ ვიდეო: სალომე ზურაბიშვილი თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსთან ბრძოლაში თავდადებისთვის მადლობას უხდის

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა