ქეილ ბრაუნი - მაიკ პომპეო განიხილავს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ და ხაზს გაუსვამს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობას

თბილისში ყოფნის პერიოდში მაიკ პომპეო განიხილავს ჩვენს ძლიერ ორმხრივ კავშირებს, საქართველოს სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას და დემოკრატიული პროცესების გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ქეილ ბრაუნი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„სახელმწიფო მდივანი პომპეო თბილისში ჩავიდა. აქ ყოფნისას ის განიხილავს ჩვენს ძლიერ ორმხრივ კავშირებს, საქართველოს სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას და დემოკრატიული პროცესების გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას და ხაზს გაუსვამს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობას“, – წერს ქეილ ბრაუნი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თბილისს გუშინ ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრას გამართავს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა