ბულგარეთმა ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკაბების დაწყებას ვეტო დაადო

ბულგარეთმა ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ვეტო დაადო, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკატერინა ზაჰარიევამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ამ ეტაპზე მოლაპარაკებების გაგრძელებას მხარს არ უჭერს.

„თუ ევროკავშირის მაგიდასთან არის გადაუჭრელი ორმხრივი საკითხები და თუკი ასეთი საკითხები ზოგიერთ წევრს შორის არსებობს, ეს ევროკავშირს ვერ გააძლიერებს,“- განაცხადა ბულგარეთის საგარეო მინისტრმა.

Bloomberg-ი წერს, რომ სოფიას სურს გარანტიები, რომ ჩრდილოეთ მაკედონია ბულგარეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის ფაქტორს, ტერიტორიული პრეტენზიებისთვის არ გამოიყენებს.

ამასთან, ბულგარეთის მთავრობა ითხოვს, რომ დოკუმენტებში არ იყოს ნახსენები „მაკედონიური ენა“, რადგან, მათი მტკიცებით, ეს ენა ბულგარული ენისგან წარმოიქმნა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს