მაიკ პომპეო სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, სახელმწიფო მდივანი შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან მართავს.

ამასთან, მთავრობის მეთაურთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გამართავს.

ცნობისთვის, მაიკ პომპეო თბილისს გუშინ ეწვია და ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს, 18 ნოემბერს მართავს. აღსანიშნავია, რომ არ იგეგმება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიერ მედიასთან კომენტარის გაკეთება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს დღეს დატოვებს, რის შემდეგაც ისრაელს ეწვევა. მაიკ პომპეო საქართველოში ჩამოსვლამდე თურქეთში იმყოფებოდა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს