სომხეთში კორონავირუსის 1 589 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 28 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 589 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 120 459-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდ-19-ს კიდევ 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 839-ს მიაღწია. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 38 551 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთლებული პაციენტების რაოდენობა კი 80 069-ია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა