რომან გოცირიძე - აქციის გზავნილია, რომ ქვეყანაში დემოკრატია  საფრთხეშია და ამ საფრთხეს ქვეყანას უქმნის დღევანდელი ხელისუფლება

აქციის გზავნილია ის, რომ ქვეყანაში დემოკრატია არის საფრთხეში და ამ საფრთხეს ქვეყანას უქმნის დღევანდელი ხელისუფლება, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თბილისში ვიზიტის პარალელურად ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის შინაარსზე ისაუბრა.

გოცირიძის თქმით, დღევანდელ აქციას ორი მთავარი გზავნილი აქვს.

"ერთი, მადლობა აშშ-ს, რომელიც ფაქტობრივად არის საქართველოს სახლმწიფოებრიობის ბურჯი, ეხმარება სამხედრო გაძლიერების თვალსაზრისით, პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით. 3 მილიარდ ნახევარი დახარჯა ამერიკამ ჩვენს გასაძლიერებლად. მეორე გზავნილია ის, რომ ქვეყანაში დემოკრატია არის საფრთხეში და ამ საფრთხეს ქვეყანას უქმნის დღევანდელი ხელისუფლება. ამის მაგალითი იყო მიტაცებული არჩევნები. ამ დემოკარტიას იცავს ხალხი, პარტიები, არასამათავრობო სექტორი. დღეს ყველა არის ერთის წინააღმდეგ და გვინდა, რომ იმ ერთს გასაგებად ვუთხრათ, არავინ მისცემს საქართველოში, ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში ძალაუფლების მიტაცების საშუალებას და რომ ოლიგარქიული მმართველობა არავის შერჩება", - განაცხადა გოცირიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო