გიორგი ვაშაძე - დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკა ჩვენს გვერდით იქნება ამ უმძიმეს ბრძოლაში

მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკა ჩვენს გვერდით იქნება ამ უმძიმეს ბრძოლაში. ქვეყანა არის უმძიმეს ეკონომიკურ, სოციალურ კოლაფსში და ამას სჭირდება შველა, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი მდუმარე აქცია-პერფომანსი “ყველაფრის მთქმელია”.

“ძალიან ლამაზი, სიმბოლური და ყველაფრის მთქმელი აქცია-პერფომანსი გავმართეთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამით ვაჩვენებთ, რომ ქართველი ხალხის უდრეკი სურვილია დემოკრატიის დამყარება ქვეყანაში, რაშიც ჩვენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა ნამდვილად გვჭირდება. გარდა ამისა, ოპოზიციური პარტიები ვავრცელებთ წერილს, სადაც საუბარია ამერიკის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდაზე, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, ინვესტიციების დაცვაზე ანაკლიის პორტის დაცვით და რაც მთავარია, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკა ჩვენს გვერდით იქნება ამ უმძიმეს ბრძოლაში. ქვეყანა არის უმძიმეს ეკონომიკურ, სოციალურ კოლაფსში და ამას სჭირდება შველა და ჩვენ ამერიკელი პარტნიორებისგან მხარდაჭერა გვჭირდება სწორედ ამაში”, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა