ელენე ხოშტარია - პომპეოს კარგად ესმის დემოკრატიის არსი, რომ მოქალაქეების აქტიურობა და მშვიდობიანი აქცია საამაყოა ნებისმიერი ქვეყნისთვის

ამერიკას ესმის, რომ ჩვენი სახელმწიფო იბრძვის დემოკრატიისთვის და არ ეგუება გაყალბებულ არჩევნებს, ამას აუცილებლად ექნება გავლენა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციაზე, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ოპოზიციის აქციაზე საუბრისას განაცხადა. ელენე ხოშტარია დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრების განცხადებასაც უპასუხა, რომლის თანახმად, ოპოზიცია სტრატეგიულ პარტნიორს მიტინგს უწყობს. მისი განცხადებით, მოქალაქეების აქტიურობა და მშვიდობიანი აქცია ნებისმიერი ქვეყნისთვის საამაყოა.

,,დღევანდელი აქცია ძალიან მძლავრი გზავნილია ამერიკის სახელმწიფო მდივნის მიმართ საქართველოს მოქალაქეების, რომლებიც პირდაპირ ეუბნებიან საერთაშორისო პარტნიორებს და მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოს მოქალაქეები არ ეგუებიან მიტაცებულ არჩევნებს. ამერიკა, როგორც დემოკრატიული ქვეყანა დიდ მნიშნელობას ანიჭებს საზოგადოების პოზიციას, ამერიკას ესმის, რომ ჩვენი სახელმწიფო იბრძვის დემოკრატიისთვის და არ ეგუება გაყალბებულ არჩევნებს , ამას აუცილებლად ექნება გავლენა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციაზე. "ქართულ ოცნებას” არ ესმის დემოკრატიის არსი, პომპეოს კარგად ესმის დემოკრატიის არსი, რომ მოქალაქეების აქტიურობა და მშვიდობიანი აქცია არის საამაყო ნებისმიერი ქვეყნისთვის”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა