დავით ბაქრაძე - ჩვენი ქვეყნისთვის დემოკრატიული განვითარების გზით სვლაში აშშ მთავარი დასაყრდენი და ძლიერი პარტნიორია

აბსოლუტური თანხვედრაა, რომ ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარება პრიორიტეტია არა მარტო ჩვენთვის და რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, არამედ, ამერიკის სტრატეგიული ინტერესებისთვისაც რეგიონში. ამაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მან ისაუბრა მთავრობის ადმინისტრაციაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. ბაქრაძემ ხაზი გაუსვა თემებს, რომელიც შეხვედრაზე იქნა განხილული.

„ეს იყო ძლიერი, მტკიცე, სტრატეგიული პარტნიორების შეხვედრა, რომელმაც დასახა გეგმები ყველა ჩვენგანისთვის, მომავალი წლების განმავლობაში ამ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი გაღრმავებისთვის. რა თქმა უნდა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ. ჩვენ გვაქვს ის დოკუმენტები, რომელიც წლიდან წლამდე ახლდება და რომლის ფარგლებშიც დავინახავთ ამ პროგრესს მომავალი წლების, თვეების განმავლობაში. რასაკვირველია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა იყო ის, რაზეც პრემიერ-მინისტრმა გაამახვილა ყურადღება და რაშიც აშშ-ის მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

აშშ-ში საქართველოს ელჩის თქმით, კოვიდინფექციით გამოწვეული ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებისთვის აშშ საქართველოს დახმარების მზაობას გამოთქვამს.

„ეს გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ გვექნება მზარდი ეკონომიკური პროექტები. იცით, პრემიერ-მინისტრი რამდენიმე თვის წინ ესაუბრა და ამერიკის განვითარების ფინანსური კორპორაცია გეგმავს, განიხილოს მისი საქართველოში დაფუძნების პერსპექტივა, რაც ქვეყანაში ახალ პროექტებსა და კონკრეტულ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეუწყობს ხელს. ამაზე ასევე გაიმართა საუბარი და ამ პროცესს ორივე მხარე მიესალმა. ჩვენი ქვეყნისთვის დემოკრატიული განვითარების გზით სვლაში აშშ მთავარი დასაყრდენი და ძლიერი პარტნიორია, საქართველო კი ამ მხრივ ამერიკისთვის კარგი მაგალითია აშშ-ს მხარდაჭერის, თუ როგორ მოაქვს დემოკრატიული პროცესების განვითარება ქვეყანაში. ასე რომ, გვაქვს სამუშაო, მე, როგორც აშშ-ში საქართველოს ელჩს, კელი დეგნანს, როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩს და ამ თვალსაზრისით ჩვენ ძალიან ბევრი ახალი მიმართულება გვაქვს გახსნილი“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ელჩმა უპასუხა კითხვაზეც, რა გზავნილებს გაუსვა ხაზი სახელმწიფო მდივანმა. საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.

„ჩვენ აშშ-სთან დემოკრატიული განვითარების მხრივ თანამშრომლობის 30-წლიანი ისტორია გვაქვს. ყოველწლიურად იმ მზარდი დახმარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელიც შემოდის, სწორედ დემოკრატიული განვითარებაა. წელს მათი ხელშეწყობით ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები ვიხილეთ, რომელიც პარლამენტში წარიმართა, რაც გულისხმობდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც გულისხმობდა საარჩევნო რეფორმას. წინ გვაქვს არაერთი რეფორმა, რომელიც განსახორციელებელია, რომელიც გააგრძელებს ოთხ ტალღას, რაც მათ შორის სასამართლო რეფორმის კუთხით განხორციელდა. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს არის პროცესი, რომელშიც ჩვენ მტკიცე პარტნიორები ვართ, რომელშიც სრული თანხვედრა გვაქვს ჩვენს პოზიციებში. ამაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს, არის აბსოლუტური თანხვედრა, რომ ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარება არის პრიორიტეტი არა მარტო ჩვენთვის და რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, არამედ, ამერიკის სტრატეგიული ინტერესებისთვის რეგიონში“, - აღნიშნა ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა