დავით ზალკალიანი კითხვაზე, პომპეოსთან შეხვედრაზე იყო თუ არა საუბარი არჩევნებზე - მისი მხრიდან რაიმე სახის პირდაპირი ჩარევა არ ყოფილა - ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა

მისი მხრიდან რაიმე სახის პირდაპირი ჩარევა არ ყოფილა, ეს ჩვენი შიდა პოლიტიკური პროცესია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შეხვედრაზე შეეხო თუ არა საუბარი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და გაკეთდა თუ არა რაიმე მოწოდება სახელმწიფო მდივნის მხრიდან ამ მიმართულებით.

დავით ზალკალიანის განცხადებით, "აშშ საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა".

„მისი მხრიდან რაიმე სახის პირდაპირი ჩარევა არ ყოფილა. ეს ჩვენი შიდა პოლიტიკური პროცესია. ამერიკა არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებს, რომ პროცესები წავიდეს პოლიტიკურ ჭრილში, სამართლებრივ ჩარჩოებში დარჩეს. ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა, არცაა ეს მათი სურვილი. მათი სურვილია, რომ საქართველოში სიტუაცია იყოს სტაბილური“,-აღნიშნა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საუბრისას განიხილეს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხი.

„ ბუნებრივია, ჩვენ შევეხეთ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თემას. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია, რომ პროცესები გადავიდეს პოლიტიკურ ჭრილში. ჩვენი მხრიდან მზაობაა, ამერიკის შეერთებული შტატებიც, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია ქვეყანაში სტაბილურობით, რომ პროცესები პოლიტიკური მიმართულებით წავიდეს და არავითარ შემთხვევაში არ გასცდეს სამართლებრივ ჩარჩოებს, სწორედ ამ კუთხით იყო საუბარი და ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ ჩვენ აუცილებლად ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას იგივე დემოკრატიული ინსტიტუტების დახვეწის თვალსაზრისით, მართლმსაჯულების კუთხით“,-აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ- მინისტრთან გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო