უკრაინაში კორონავირუსს კიდევ 256 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა

უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 12 496 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 570 153-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 256 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხვმა 10 112-ს მიაღწია.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, უკრაინაში კოვიდ 19-ით, საერთო ჯამში, 259 079 ადამიანი განიკურნა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს