ნინო ბურჯანაძე - დედამიწის ზურგზე ვერავინ გვიბრძანებს იმ პარლამენტში შესვლას, რომელიც არის გაყალბებული და მანიპულირებული

ვინც დემოკრატიაზე ლაპარაკობს, დედამიწის ზურგზე ვერავინ გვიბრძანებს იმ პარლამენტში შესვლას, რომელიც არის გაყალბებული და მანიპულირებული, -ასე შეაფასა “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების განცხადება, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „საქართველოში პოლიტიკური აქტორები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და ახალი პარლამენტის მუშაობაში ჩაერთონ“.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ეუთო არ არის ის ორგანო, რომელსაც შეუძლია რომელიმე სუვერენული სახელმწიფოს პოლიტიკურ სპექტრს რამე უბრძანოს.

„ეუთო-ს ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი, ძალიან კარგად ვიცი ეუთო-ს წესდებაც და ეუთო-ს ფუნქციებიც. ეუთო არ არის ის ორგანო, რომელსაც შეუძლია რომელიმე სუვერენული სახელმწიფოს პოლიტიკურ სპექტრს რამე უბრძანოს. ეუთო ამბობს თავის მოსაზრებას. ვინც დემოკრატიაზე ლაპარაკობს, დედამიწის ზურგზე ვერავინ გვიბრძანებს იმ პარლამენტში შესვლას, რომელიც არის გაყალბებული და მანიპულირებული. ეუთო/ოდირის დასკვნა პირდაპირ მოიცავს იმ დარღვევებს, რომელიც ჩამოთვლილი იყო. ეუთო წერდა, რომ აუცილებელია ამ დარღვევების გამოსწორება. როდესაც მეორე ტურის და შემაჯამებელი ოქმის შემდეგ დადგინდება, რომ ეს შედეგები გამოსწორებას არ ექვემდებარება, გარწმუნებთ, ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ უფრო მკაცრი იქნება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს კომპრომისზე წასვლა.

„ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს დათმობა იმიტომ, რომ საქართველოში, 21-ე საუკუნეში ერთპარტიული პარლამენტი ისეთი ანაქრონიზმია, ასეთი პარლამენტი კიდეც რომ შედგეს, ის 2-3 თვეზე მეტს ვერ იმუშავებს. საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს, რომ საქართველოში პარლამენტის გარდა, ყველაფერი იყოს“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ოპოზიციის მხრიდან ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნებისა და სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყანაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის ფონზე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური საკითხებისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ლიდერებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ ამომრჩეველთა ნების დასაცავად საჭიროა პოლიტიკური ჩიხის გადალახვა.

თეა გოგოტიშვილი - სიფრთხილის და გონივრულობის გარდა გადარჩენის გზა არ გვაქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2020
ვის ჩაუტარდება კლინიკა „ნიუმედში“ Covid 19-ის სწრაფი ტესტირება, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული ტესტით და D-დიმერის კვლევა უფასოდ? - ინტერვიუ კლინიკის დირექტორ ნათია ბულაცაშვილთან
კატარის ავიახაზები 15 დეკემბრიდან მე-5 ახალ მიმართულებას ამატებს სან ფრანცისკოს მიმართულებით და კიდევ უფრო აფართოებს ამერიკის შეერთებული შტატების ქსელს
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია “GM Pharma”-ში
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა