ხატია დეკანოიძის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ საქართველოს მოქალაქეებს წააართვეს კონსტიტუციით გათვალისწინებული ხმის უფლება

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ საქართველოს მოქალაქეებს წააართვეს კონსტიტუციით გათვალისწინებული ხმის უფლება. მან მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის მომავალს არ დათმობენ.

„პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენ ხართ საქართველოს დემოკრატიის მხარდამჭერები, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს - აშშ-ს. მოვა დრო, როდესაც საქართველოში იქნება ხელისუფლება, რომელიც მხარს დაუჭერს აშშ-ის ინფრასტრუქტურის განვითარებას ამ ქვეყანაში. ახლა კი, საერთაშორისო საზოგადოებას უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა. საქართველოს მოქალაქეებს წააართვეს ძალიან მნიშვნელოვანი, კონსტიტუციით გათვალისწინებული ხმის უფლება. საქართველოს მოქალაქეები არ დათმობენ ჩვენი ქვეყნის მომავალს. დიდი მადლობა ძვირფასებო. ძალიან მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი იყო ჩვენი გამოსვლა, ჩვენი ერთად ყოფნა და ასე გავაგრძელებთ ბოლომდე“,-მიმართა დეკანოიძემ აქციის მონაწილეებს.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად, ოპოზიციამ მდუმარე აქცია გამართა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს