„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელი - პომპეომ კითხვა დასვა სასამართლოში არსებული კლანის შესახებ, როგორც ჩანს, კარგადაა ინფორმირებული და სჯერა, რომ კლანი არსებობს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ პროგრამების მენეჯერის, გია გვილავას განცხადებით, მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე სასამართლოს საკითხი ორ კონტექსტში იყო განხილული, კერძოდ, სასამართლო, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი ხელისუფლების ხელში და სასამართლო, სადაც კორუფციის პატარა ტენდენციები შეინიშნება.

„მან კითხვა დასვა სასამართლოში არსებული კლანის შესახებ, როგორც ჩანს, კარგადაა ინფორმირებული და სჯერა, რომ კლანი არსებობს. ეს ძალიან ცუდი ამბავია მიხეილ ჩინჩალაძისთვის და ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ გავაძლიეროთ ადვოკატირება“,-განაცხადა გია გვილავამ.

მისივე თქმით, აშშ-ის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრაზე არჩევნები განხილვის თემა არ ყოფილა.

„მხოლოდ სასამართლოზე იყო საუბარი და იმ მდგომარეობაზე, რაც გვაქვს. გარდა სისტემური პრობლემებისა, საუბარი იყო კონკრეტულ საქმეებზე, რომელიც სახელმწიფო მდივანს მოვახსენეთ. ეს იყო კარტოგრაფების საქმე, ანაკლიის პორტის საქმე, „ფილიპ მორისის“ საქმე, სადაც სავარაუდოდ, დიდი მასშტაბის კორუფცია იყო და ის ხალხი, ვინც ამ საქმეების შემოქმედია, რა მეთოდებით წინაურდება და როგორი მეთოდებით ინიშნებიან სისტემაში. ყველა გახმაურებულ საქმეზე და პროცესზე, რომელიც ქართულ მართლმსაჯულების სისტემას უკავშირდება და ყველა უბედურებაზე, რაც სისტემას სჭირს, ვისაუბრეთ. ასევე ვისაუბრეთ, რა პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს მართლმსაჯულებას საქართველოში“,-აღნშნა გია გვილავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, მაიკ პომპეომ საქართველო უკვე დატოვა. ის თბილისს გუშინ ეწვია და ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრები დღეს გამართა. კერძოდ, სახელმწიფო მდივანი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და საქართველოში ვიზიტი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაასრულა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო ვიზიტის პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს შემდეგ ისრაელს ეწვევა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა