არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი - პომპეოსთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის სახელი, როგორც არაფორმალური მმართველის, რამდენჯერმე გაჟღერდა

ბიძინა ივანიშვილის სახელი, როგორც არაფორმალური მმართველის, რამდენჯერმე გაჟღერდა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელმა, გვანცა წულუკიძემ, არასამთავრობო სექტორისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გვანცა წულუკიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასამართლო სისტემას და პირადად მან ისაუბრა კონკრეტულ საქმეებზე, „რომელიც ადასტურებს, რომ სასამართლო გამოიყენება როგორც პოლიტიკური იარაღი პოლიტიკური ოპონენტების გასანეიტრალებლად“.

„ამის დასადასტურებლად რა თქმა უნდა, დროის სიმცირის გამო ყველა საქმე ვერ მოვიყვანე, თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე გიორგი რურუას საქმეზე, კარტოგრაფების საქმეზე, სამოქალაქო აქტივისტების საქმეზე და ბოლოს მოვიყვანე იმ ორი მონიტორის საქმე, რომლებიც დაკავებულები იყვნენ მისი მეგობრის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, ამით მინდოდა ხაზი გამესვა თუ როგორ მოქმედებს სასამართლო.

ბიძინა ივანიშვილის სახელი გაჟღერდა რამდენჯერმე, გაჟღერდა როგორც არაფორმალური მმართველის, რომელსაც ხელთ უპყრია ხელისუფლების სამივე შტო და არის ადამიანი, რომელიც არაფორმალურად აკონტროლებს სამივე შტოს. არაფორმალური მმართველი როგორც ფრაზა, გაჟღერდა რამდენჯერმე,“- განაცხადა გვანცა წულუკიძემ.

მისივე თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით დროის სიმცირის გამო არ უსაუბრიათ, თუმცა, მისი ინფორმაციით, ამ საკითხზე უფრო სიღმისეული შეხვედრა იგეგმება.

„ძალიან მცირედით შევეხეთ, რომ სასამართლოში მიმდინარეობს საარჩევნო დავები, რომელთა უმრავლესობა არის განუხილველად დატოვებული, თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ ფორმატი ითვალისწინებდა უფრო მეტად კანონის უზენაესობასა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე აქცენტირებას, არჩევნებთან დაკავშირებით არ გვისაუბრია, არ დასმულა შეკითხვაც. როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით უფრო სიღრმისეულად შეხვედრა იგეგმება მომავალში,“- განაცხადა გვანცა წულუკიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს