შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 8 სრულწლოვნის პროცესზე მცხეთის აგარაკზე მყოფი ერთ-ერთი პირი დაიკითხა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 8 სრულწლოვნის სასამართლო პროცესზე მცხეთის აგარაკზე მყოფი ერთ-ერთი პირი სალომე ჭკადუა დაიკითხა. როგორც ბრალდებულ საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი დავით ჭიკაიძე აცხადებს, ჭკადუას ჩვენებით საბურთალოელებისთვის ბრალის დამძიმება არ მოხდება.

"დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მოწმე სალომე ჭკადუა დაიკითხა, რომელმაც დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ასევე, მისი მონაწილეობით დათვალიერებული ვიდეოკამერის გამოკვლევა მოხდა, შესაბამისად, აღნიშნულ ვიდეოკადრებზე არსებულ პიროვნებებთან დაკავშირებით დაისვა კითხვები. სალომე ჭკადუამ პასუხები გასცა კითხვებზე, ვინ მონაწილეობდა აგარაკის ჩხუბში, ე.წ. კიბის ეპიზოდში და ა. შ. ჭკადუამ ჩხუბში მონაწილე რამდენიმე პირი დაასახელა. ვფიქრობთ, რომ სალომე ჭკადუას ჩვენებით საბურთალოელების ეპიზოდთან დაკავშირებით, ბრალის დამძიმება არ უნდა მოხდეს",- აცხადებს ჭიკაიძე.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 სრულწლოვანს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. მათგან სამი ბრალდებულის საქმეს გოროს რაიონულ სასამართლოში განიხილავენ, სადაც ამ ეტაპზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა