ლევან ბოძაშვილი - მაიკ პომპეოს ვიზიტის მთავარი გზავნილებია: მიხედეთ სასამართლოს, შედით პარლამენტში და ისწავლეთ ერთად მუშაობა

მაიკ პომპეოს ვიზიტის მთავარი გზავნილებია - მიხედეთ სასამართლოს, შედით პარლამენტში და ისწავლეთ ერთად მუშაობა, - ამის შესახებ დიპლომატი და იურისტი ლევან ბოძაშვილი აცხადებს.

ბოძაშვილის შეფასებით, ორი ძირითადი გზავნილი წარმოადგენს პომპეოს ვიზიტის შიდა პოლიტიკისთვის განკუთვნილ მიზანს - ერთია, სასამართლოს რეფორმირების საჭიროება და მეორე - პოლიტიკური კულტურის განვითარება.

“სახელმწიფო დეპარტამენტი არაერთგვაროვნად მიუთითებს პოლიტიკურ ძალებს, რომ აშშ და ევროკავშირის საელჩოების ფუნქცია კომპრომისების გზების ძიება და პარტიების მოგვარება არაა, არამედ თავად პარტიებმა უნდა ისწავლონ კომპრომისი და თანამშრომლობა. იმისთვის, რომ ქვეყანამ არ იტრიალოს წრეზე, სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს პარტიებს ბრძოლა პარლამენტში გააგრძელონ. რეალურად რომ შევხედოთ სწორედ ეს ორი საკითხია ყველაზე შემაფერხებელი ქვეყნის განვითარებისათვის - ჩაკეტილი სასამართლო და ძალაუფლებაზე ორიენტირებული პოლიტიკური კლასი“, - აცხადებს ლევან ბოძაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო